Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
22-07-2014, 22:26
ნანახია: 863

მერაბ შათირიშვილი:-

   კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი  მერაბ შათირიშვილი  თვლის, რომ  სამართლიანობის პრეოცესის აღდგენა ძალიან გვიანდება და გარკვეული ძალები,  სააკაშვილის გასამართლების  მოთხოვნის წამოწევას, სამართლიანობის აღდგენად გასაღებას ცდილობენ.

   -"უგულავას, კეზერაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ოდიოზური ფიგურების დასჯით, "ნაციოანლური მოძრაობა" მხოლოდ და მხოლოდ სუფთავდება. ამ ადამაინების დასჯით სამართლიანობა არ აღდგება. რამდენიც არ უნდა დაისაჯოს, აღნიშნული პარტია, სიცოცხლისუნარიანობას არ დაკარგავს.

   სამართლიანობის აღდგენა ხალხიდან უნდა დაიწყონ. თუ უგულავა დასასჯელია, მაშინ იმ საქმეებს მიხედონ, იმ ხალხს, რომლებიც უგულავამ დააზარალა. ყოფილ  მერს ფულის გაფლანგვას რომ ედავებიან, რატომ არ ედავებიან მას სახელმწიფო დანაშაულს, რომელიც აგვიტოს ომის დროს ჩაიდინა, ეშინიათ პრო-რუსები არ დაგვიძახონო? ადამიანი სამხედრო ბრძანებებს გასცემდა ისე, რომ სამხედრო პირი არ იყო.

    ცდილობენ  ყოფილ მაღალჩინოსანთა დასჯით ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ, თითქოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი  მიმდინარეობს",-განაცხადა  შათირიშვილმა.