იური ვაზაგაშვილი:-"ჩვენ მთავარ პროკურატურას არ ვენდობით"

იური ვაზაგაშვილი:-"ჩვენ მთავარ პროკურატურას არ ვენდობით"

   მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი პროკურატურის მხრიდან ზურა ვაზაგაშვილის საქმეში უმოქმედობის გამო უცხოელი კონსულტანტების საქმეში ჩართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავენ.

   _"ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურის მიერ მოწვეულია უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, რაც მისასალმებელია და იმედია საქართველოში დამკვიდრდება სამართლიანობა. ხალხი დღემდე თხოულობს ახალი ხელისუფლების დანაპირების ასრულებას, მაგრამ ის დანაშაულებრივი პირები დღესაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ და ეს დაზარალებულ ადამიანებს საშინლად აღიზიანებთ. 

   ჩვენ, დაზარალებული და შვილმოკლული ადამიანების ჯგუფი, ვითხოვთ ამ უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრას და მასალების გადაცემას, გვიერთდებიან პოლიტდევნილები და უკანონო პატიმრები.

   ჩვენ მთავარ პროკურატურას არ ვენდობით, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ მათგან, რომ უზრუნველყონ ამ ჯგუფის და უცხოელი ექსპერტების შეხვედრა.

დადგა მომენტი, როცა შეგვიძლია ევროპას ვამცნოთ როგორ უმოქმედოდ არის ხელისუფლება და ისევ ნავარდობენ დამნაშავე ჩინოსნები"-ნათქვამია განცხადებაში.  

    ადვოკატების განცხადებით ოჯახი ბადაშვილისგან წერილობით პასუხს ელოდება და იმედს იტოვებენ, რომ უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი მხოლოდ კონკრეტულ საკითხებს არ შეისწავლის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: