ირმა ინაშვილი:-"ადამიანს, მინისტრი რომ გახდეს, ერთადერთი რამ მოეთხოვება- საერთოდ უცნობი უნდა იყოს საზოგადოებისათვის"

ირმა ინაშვილი:-"ადამიანს, მინისტრი რომ გახდეს, ერთადერთი რამ მოეთხოვება- საერთოდ უცნობი უნდა იყოს საზოგადოებისათვის"

   მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

   

   -"რა ზღაპრული რეალობაა საქართველოში. ადამიანს, მინისტრი რომ გახდეს, ერთადერთი რამ მოეთხოვება- საერთოდ უცნობი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. ჩრდილში უნდა ცხოვრობდეს. სუპერ- ზღაპარია, როცა ერთი კაცი, ყოვლისმცოდნე მინისტრების მინისტრია: თანაბრად წარმატებულია მშენებლობაშიც, სოფლის მეურნეობაშიც, პრობაციაშიც, მეანობაშიც, ალბათ... ჰოდა, ბზრიალებს წრეზე. მოთხოვნადია. ასეთებს არ ხსნიან დაკავებული თანამდებობიდან. ასეთებს მარადმწვანეობის პერსპექტივას ჩუქნიან. ყოვლისმცოდნენო, რომელი სკოლა დაამთავრეთ, ყურში მაინც გვიჩურჩულეთ...:)" 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: