ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის ყველა მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის ყველა მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერა.

   პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის ყველა მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერა. პრემიერის ბრძანების თანახმად, უწყების პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება 21 ივლისიდან შეუწყდათ.

 

" "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს 2014 წლის 21 ივლისიდან", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: