ალექსანდრე ელისაშვილი:-"ძალიან არასერიოზულია, როდესაც 28 წლის ბიჭს ნიშნავ სამინისტროს ხელმძღვანელად, მერე ეს ბიჭი მიდის არჩევნებზე და პირადობის მოწმობა რჩება"

ალექსანდრე ელისაშვილი:-"ძალიან არასერიოზულია, როდესაც 28 წლის ბიჭს ნიშნავ სამინისტროს ხელმძღვანელად, მერე ეს ბიჭი მიდის არჩევნებზე და პირადობის მოწმობა რჩება"

   თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატის  ალექსანდრე ელისაშვილის თქმით,  მისთვის  გაუგებარია რატომ არ შეეხო ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს.

   -"ერთადერთი კულტურის მინისტრის ცვლილება იყო მართლა რეალური ცვლილება, ამდენ ხანს რატომ არ მოხსნეს გურამ ოდიშარია, ეს არის საკითხავი, თორემ რომ მოხსნეს, ძალიან კარგია. ვისაც უნდა შეხებოდა, არ შეეხო ეს ცვლილებები. ვფიქრობ, ძალიან არასერიოზულია როდესაც 28 წლის ბიჭს ნიშნავ ძალიან სერიოზული სამინისტროს ხელმძღვანელად, მერე ეს ბიჭი მიდის არჩევნებზე, პირადობის მოწმობა რჩება და დაჟინებით ითხოვს შეუშვან, ვინაიდან როგორ არ იციან რომ, ის ნამდვილად ის არის. აი, ამ კაცს გამოვცვლიდი პირველ რიგში. საერთოდ მე ველოდები როდის შეასრულებს "ოცნება" დანაპირებს და როდის დაიწყება დეცენტრალიზაცია და დაშლა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ეკონომიკურ გუნდს რატომ არ შეეხო ცვლილებები, ესეც გაუგებარია. ეს იყო კოსმეტიკური ცვლილებები.

საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ადამინის დანიშვნა მინისტრებად არ მგონია, რომ კარგი იყოს. ვფიქრობ, მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა და პოლიტიკოსები უნდა ინიშნებოდნენ. პოლიტიკოსს აქვს საჯარო პასუხისმგებლობა, საჯარო ვალდებულება და ცდილობს, რომ თავი არ შეირცხვინოს ამომრჩევლის და ხალხის წინაშე. როდესაც სრულიად უცნობი ადამიანი ინიშნება თანამდებობაზე - ის თუ ვერ გაათმევს თავს არც არაფერი, დაითხოვენ და ჩV-ში ჩაწერს, რომ იყო მინისტრი, მისთვის მშვენიერია, ქვეყნისთვის ცუდი", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: