ტარიელ ლონდარიძე:-"არამარტო რუსული არხები, არამედ რუსული სიმბოლიკა, გამოხატულება უნდა აიკრძალოს"

ტარიელ ლონდარიძე:-"არამარტო რუსული არხები, არამედ რუსული სიმბოლიკა, გამოხატულება უნდა აიკრძალოს"

   საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ტარიელ ლონდარიძემ, განაცხადა, რომ რუსულ არხებთან ერთად საქართველოში რუსული სიმბოლიკა და ატრიბუტიკაც უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი რეგულაციები ოკუპანტის მიმართ მანამდე უნდა განახორციელოს, სანამ ისინი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარს არ გაიყვანენ.

 

    -"ჩემი დამოკიდებულება რუსეთთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია. ვფიქრობ, რომ არამარტო რუსული არხები, არამედ რუსული სიმბოლიკა, გამოხატულება უნდა აიკრძალოს, რომელიც ოკუპანტს უკავშირდება. სანამ არ იქნება საქართველო დეოკუპირებული და სანამ რუსეთისგან არ გათავისუფლდება, მანამდე არც ერთი ატრიბუტი არ უნდა იყოს მიღებული", - განაცხადა ლონდარიძემ.

   შეფახსენებთ, რომ უმცირესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ საქართველოში რუსილი არხების შეწყვეტა მოითხოვა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: