Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
23-07-2014, 18:25
ნანახია: 2127

ელისო ჩაფიძე:-

   კაზანტიპის ფესტივალს და მისი გაუქმების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ეხმიანება და "ივერიონთან" საუბარში ამბობს:

   -"სიმართლე გითხრათ, არ მესმის ამ ღონისძიების ავტორების. არ მგონია, რომ ამ გზით ინვესტორების მოზიდვა  ანდა საქართველოს პოპულარიზაცია მოხერხდეს. საქართველოს საკუთარი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების სწორად მიწოდება სჭირდება დანარჩენი ცივილიზაციისათვის.  სწორედ ამაშია ჩვენი გამორჩეულობა, სილამაზე და თუ გნებავთ, ბიზნესის კეთების წყაროც ეს უნდა იყოს. ვფიქრობ, მორიგი უსახური მასობრივი ღონისძიება იქნება, რომელსაც რაც შეუძლიათ, პომპეზურად გააშუქებენ ჩვენი ტელევიზიები და მისგან ბევრი არაფერი დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში. ამიტომაც ქვეყანას სჭირდება ერთიანი და გრძელვადიანი კულტურის პოლიტიკისა და სტრატეგიის შექმნა.

   -ეკლესია ეწინააღმდეგება კაზანტიპის ფესტივალს. მოძღვრები ამბობენ, რომ თუ ეს ფესტივალი მთავრობამ არ ჩაშალა, მისთვის ხარაკირის ტოლფასი იქნებაო. რას იტყვით?

   -ნამდვილად ვეთანხმები ეკლესიას.