Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
24-07-2014, 22:38
ნანახია: 741

  "მომავლის გზა" აგრძელებს პროექტს "გააძლიერე 100 ოჯახი"

   ქველმოქმედთა ფონდი "მომავლის გზა" აგრძელებს პროექტის "გავაძლიეროთ 100 ოჯახი" პროგრამას და ცდილობს ფონდის ბენეფიციარ ოჯახებს ცხოვრება შეუმსუბუქოს.

   თბილისში გაუსაძლისად ცხელა და კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, სწორედ ამიტომ ფონდმა "მომავლის გზამ" და მაღაზიათა ქსელმა "საგამ" ერთობლივად 20 ოჯახს კონდენციონერები გადასცეს და შეუმსუბუქეს სიცხეში ყოფა.

   მაღაზიათა ქსელი "საგა", რომლის დირექტორი კობა ჯანიკაშვილია, უკვე წლებია ფონდთან თანამშრომლობს და როგორც გაირკვა სამომავლოდ კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებაში აპირებს მონაწილეობას.

   ფონდის ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა დღესვე  დაიწყო საჩუქრების გადაცემა ბენეფიციარებისთვის და პირველად ეკატერინე ანჯაფარიძის ოჯახს ეწვია.