გიგი უგულავა;-"წარმოუდგენელი ცინიზმია, როცა დამნაშავემ მომაკვდავი მიატოვა ბედის ანაბარა"

გიგი უგულავა;-"წარმოუდგენელი ცინიზმია, როცა დამნაშავემ მომაკვდავი მიატოვა ბედის ანაბარა"

   გიგი უგულავა მძღოლების პროტესტსა და აღშფოთებას უერთდება და ტავის მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოთქვამს.

 

   -"მინდა ღრმა მწუხარება და შეშფოთება გამოვთქვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის #19 ყვითელი ავტობუსის მძღოლის ვალერიან ესვანჯიას მკვლელობასთან დაკავშირებით. ბატონი ვალერიანი ჩვენს სისტემაში 2007 წლიდან მუშაობდა მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული პატიოსანი შრომისთვის. მე თავად საპატიმროში ვიმყოფები და ცხადია არავის ვუსურვებ აქ მოხვედრას, მაგრამ წარმოუდგენელი ცინიზმია, როცა დამნაშავემ მომაკვდავი მიატოვა ბედის ანაბარა. (პირი რომელიც ნასამართლევი ყოფილა და დღეს თავისუფლებაზეა). რას ეუბნება ამით საქართველო ვალერიან ესვანჯიას 16 წლის ქალიშვილს, რომ უკონტროლო კრიმინალს, თავდასხმებს, ძარცვებს და მკვლელობებს გაგებით მოეკიდოს, როცა მარჩენალი მამა დაკარგა. ადამიანი რომელიც თბილისს და თბილისელებს ემსახურებოდა?! თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩემი და ჩემი მეგობრების ძალისხმევით შეიქმნა. ეს არ არის ადვილი სისტემა - ჩვენ ერთად ვიგერიებდით მტერს, როცა გორის სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოგვყავდა ავტობუსებით. დაპირისპირებულებიც ვყოფილვართ, როცა ახალი მთავრობის წაქეზებით, თბილისში სატრანსპორტო გაფიცვები მიმდინარეობდა. დიახ, წინააღმდეგობრივი იყო, ურთიერთობები, მაგრამ ის ყოველთვის ურთიერთპატივისცემასა და სოლიდარობას ეფუძნებოდა. დღესაც სოლიდარული ვარ მძღოლების აღშფოთების და ვუერთდები მათ სამართლიან პროტესტს. მოზიარე ვარ, ბატონი ვალერიანის და მისი ახლობლების მწუხარების"-წერს უგულავა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: