Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (2)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
25-07-2014, 13:21
ნანახია: 695

როდის განთავისუფლდებიან მოსამართლეები წნეხისგან

„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მთავრობას საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებული აქვს."-   აღნიშნულის თაობაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი ამ ეტაპზე ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი, ხოლო პარლამენტს  მთავრობა აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით სექტემბერ-ოქტომბერში მიმართავს.

"ის ინდივიდუალურ მოსამართლეთა წნეხისგან საბოლოო გათავისუფლებას ეხება. არიან მოსამართლეები, ვინც დღესაც ბოლომდე თავისუფალი არ არიან საკუთარი ხელმძღვანელობისგან. ეს პაკეტი მიზნად ისახავს ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებას. ჩვენ შემოგვაქვს საქმეების ავტომატური განაწილება, რომ მართლმსაჯულებაში არ იყოს მოსამართლეთა ჯგუფი, რომელსაც, რატომღაც, ხელმძღვანელობა უფრო ენდობა და არ ენდობა სხვა არანაკლებ კომპეტენტურ ხალხს.  მთავრობა ამ ტალღით დაასრულებს მართლმსაჯულების სფეროში მოსამართლეთა გაციმბირების კულტურასაც. იცით, ეს არის ძველი კულტურა, რომელიც მეტ-ნაკლებად დღესაც გრძელდება მართლმსაჯულების მესვეურების მიერ - როდესაც მოსამართლე გაბედავს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, მას გზავნიან თბილისიდან, რუსთავიდან ან დიდი ქალაქიდან სადღაც სხვაგან, მისთვის მიუღებელ ადგილას. ეს ინსტიტუტი გაუქმდება. მივლინებაში გაგზავნა იქნება მხოლოდ მაშინ, თუ არის ვაკანსია, თუ არის საქმეთა ისეთი ოდენობა, როცა აუცილებელია მოსამართლის დამატება და რა თქმა უნდა, მოსამართლე უნდა იყოს თანახმა, რომ მივლინებაში წავიდეს და იმუშაოს რაიონში ან რაიონიდან წამოვიდეს ქალაქად."- აცხადებს თეა წულუკიანი.