მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას

მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში  სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც  მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტებიც ჩაერთვებიან. 

განათლების მინისტრის მრჩევლის ოთარ აბესაძის განცხადებით, პროგრამაში 1680 სტუდენტი ჩაერთვება. 

სტუდენტები აღნიშნულ პროექტში 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლის დასაქმდებიან და მათი ანაზღაურება 400-500 ლარი იქნება. ხოლო მოსამზადებელი ტრენინგები 23 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.

„ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს მოუწევთ სრული სამუშაო გრაფიკით დატვირთვა. დღეში 8 საათი  მუშაობა. ერთ აღმწერს, ანუ ერთ სტუდენტს 2 კვირის განმავლობაში აღსაწერი ექნება 120 ოჯახი. ამ პერიოდში უნივერსიტეტებში მათ გაცდენები ჩაეთვლებათ საპატიოდ." - აცხადებს ოთარ აბესაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: