სოზარ სუბარი: დღეს დევნილთა სამინისტრო ღია უწყებაა!

სოზარ სუბარი: დღეს დევნილთა სამინისტრო ღია უწყებაა!

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ლტოლვილთა პრობლემებზე ისაუბრა.
 
„ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო პრობლემური უწყებაა, სადაც  ბევრი მუშაობაა საჭირო. ეს არის მართლაც მძიმე სამინისტრო, იმ გაგებით, რომ ოცი წლის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი  მოურჩენელი ტკივილია დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობა. აუცილებელია ამ ადამიანების ღირსეული უზრუნველყოფა საცხოვრებლით. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო, რომელიც იყო დახურული და ხელმიუწვდომელი დევნილთა უმრავლესობისთვის, დღეს გადაიქცა ღია და გამჭირვალე უწყებად, რაც ბატონი დარახველიძის ძალიან დიდი დამსახურებაა" - განაცხადა სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: