აკაკი ასათიანი:-"ხალხი არ აპირებს მიძინებას"

აკაკი ასათიანი:-"ხალხი არ აპირებს მიძინებას"

   "ტრადიციონალისტთა კავშირის" თავმჯდომარე აკაკი ასათიანი დღეს შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და ამბობს:

   -"არჩევნების მეორე ტურმა დაადასტურა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი რესურსი ამოწურა, მეორე ტურში ასევე გამოჩნდა, რომ არც ოპოზიციური ხმები გადავიდა მათკენ და გაეზარდა რეიტინგი "ქარულ ოცნებას". ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არც ბურჯანაძის და არც "პატრიოტთა ალიანსის" ელექტორატი "ნაციონალებს" მხარს არ დაუჭერდა. დღეს "ოცნების" სრული ბატონობაა და ალბათ ესეც იყო გათვალისწინებული, დაიწყო კოსმეტიკური ცვლილებები, სამთავრობო კარუსელბების დატრიალება, რომელი მეთოდიც ნაციონალებისგან საკმაოდ აპრობირებულია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ახალი მთავრობის დროს მოხდა ნორმალიზება, თუმცა აუცილებელია შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ასეთი კოსმეტიკური ნაბიჯები სასიკეთო ცვლილებებს ვერ მოიტანს და ხალხი 5-7 წელს ვერ დაელოდება ამ სასიკეთო ცვლილებებს, მათ დღეიდან უნდა იგრძნონ თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სიკეთე.

ხალხს არ მოსწონს ეს გაუთავებელი კინკლაობა, ხალხი არ აპირებს მიძინებას და არ უნდათ ეს მოგერიების სურათი. თუ ოცნებამ ორი წლის შემდეგ დატოვა ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს ნაციონალების გამარჯვებას, წარმოიქმნება ახალი ძალა და დასრულდება ამ ორი პოლიტიკური ძალის პინკ-პონკის თამაში, რომელიც შეიძლება თავად მოსწონთ კიდეც".

  ასათიანის თქმით საზოგადოებისთვის ყველაზე სასიკეთო და უკვე დასანახი ცვლილებები მოხდა ჯანდაცვის სფეროში. პარტიის ლიდერის თქმით, ახალი მინისტრებისგან არც კარგს ელის და არც ცუდს, რადგან არც ერთი ახალდანიშნული მინისტრი არც პოლიტიკოსია და ვიცნობთ მხოლოდ ვიწრო მოღვაწეობის ჭრილში.

   -მთავრობა არ არის ფეხბურთის გუნდი, მათ უნდა აერთიანებდეთ საერთო მიზანი, ეს ყველას უნდა, რომ საქართველო იყოს აყვავებული ქვეყანა, მაგრამ ისმის კითხვა-როგორ? და სწორედ ეს უნდა მოვთხოვოთ მათ, რომ დაჩქარებული ტემპით წავიდეთ უკეთესობისკენ"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: