Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (8)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
26-07-2014, 14:04
ნანახია: 574

სტუდენტთა დასაქმების პროექტი

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

 

როგორც ცნობილია, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის, რის შედეგადაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტები დასაქმდებიან.

 

საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყველა იმ ქალაქში ჩატარდა, სადაც  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. გაიმართა პრეზიენტაციები იმის თაობაზე, თუ რა სახით მოხდება სტუდენტთა ჩართულობა ამ პროექტში, რა სახის სამუშაოები ექნებათ შესასრულებელი და ა.შ.

 

აღნიშნულ პროექტში სტუდენტები ერთვებიან შემდეგი პრინციპით: მემორანდუმის შინაარსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტების ფაკულტეტებმა აიღეს ვალდებულება, რომ თითოეული ფაკულტეტიდან გაეწიათ მაღალი მოსწრების და მაღალი შეფასების მქონე სტუდენტებისათვის რეკომენდაცია. თითოეულ რეკომენდირებულ სტუდენტს აქვს ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია. 31 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტები მოგვაწოდებენ რეკომენდირებულ სტუდენტთა სიას. ეს სია გადაეცემა საქ.სტატს და მოხდება მათი  ამ პროექტში დასაქმება.

 

ქვოტების განსაზღვრა მოხდა უნივერსიტეტებში არსებული სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით. თუ რომელიმე სტუდენტი ვერ მოხდა ამ რეკომენდირებულთა სიაში, მათ თავისუფლათ შეუძლიათ ისევე, როგორც სხვებს, ვებგვერდზე www.hr.gov.ge დარეგისტრირდნენ და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ვაკანსიას საქსტატი გამოაქვეყნებს და სტუდენტებს შეეძლებათ თავიანთი რეზიუმე ატვირთონ. ამ პროექტის ფარგლებში დასაქმდება, საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების მიერ  რეკომენდირებული 1620 სტუდენტი