Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
26-07-2014, 15:19
ნანახია: 910

ირინა სარიშვილი:-

   კაზანტიპის ფასტივალის გაუქმების მოთხოვნით დაანონსებულ აქცია პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"დიდი აჟიოტაჟია კაზანტიპის ფესტივალის და მისი აკრძალვის მოთხოვნით დანიშნული საპროტესტო აქციის გარშემო. ყველას თავისი აზრი აქვს და ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის, თუმცა არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ საკუთარი პოზიციის გამო ან გარყვნილი, ან ბნელი და გოიმი უწოდონ. ეგებ ყველა დავმშვიდდეთ და ყალბი პათოსის გარეშე ყველამ ჩვენი პოზიცია ღიად ვთქვათ, რაკი ამის აუცილებლობა გაჩნდა. მე ეს ორი დღეა, მოსვენება არ მაქვს არც ჟურნალისტებისგან, არც აქ, განსაკუთრებით, ე.წ. "ჩატში" – ყველას ორი რამ აინტერესებს:

1. რას ვფიქრობ კაზანტიპის ფესტივალზე;

2. ვიღებ თუ არა მონაწილეობას 26 ივლისს დაგეგმილ აქციაში კაზანტიპის ფესტივალის აკრძალვის მოთხოვნით. ცალ–ცალკე ახსნა–განმარტებას რომ ავცდე, გადავწყვიტე, საჯაროდ განვაცხადო ჩემი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით. ამასთან, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ვინც ჩემი პოზიციის მომხრე ან მოწინააღმდეგე იქნებით და კომენტარის გაკეთებას აუცილებლად ჩათვლით, გააკეთოთ ეს საწინააღმდეგო აზრის მქონეთა შეურაცხყოფის გარეშე: წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ კომენტარებს, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, უბრალოდ, წავშლი.

   მე აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი გეი–აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ დაგეგმილ ყველა აქციაში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ უზნეობის ან ავადმყოფობის პროპაგანდა და დაკანონება არ შეიძლება: ვინც რა უნდა, ის აკეთოს, თუ ამას კანონი არ კრძალავს, მაგრამ ოჯახის, შვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გარეშე;

   ასევე აქტიურად ვეწინააღმდეგებოდი და დღესაც ვერ ვიღებ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რადგან ეს კანონი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებს დანარჩენზე წინ აყენებს, ეს კი ჩემთვის მიუღებელია, რადგან მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში უფლებრივად პრივილეგირებულ ნაწილად შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ბავშვები, ავადმყოფები და ზოგადად, უძლურებაში მყოფნი. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს კანონით არც ერთი ეს სტატუსი არ გააჩნია, ამიტომ გაუგებარია, რა ნიშნით უნდა იყოს მისი უფლებები დაცული ჩემი უფლებების უკან დაწევის ხარჯზე?!! ჰომოსექსუალიზმს და ნებისმიერი ასეთი ტიპის გამოვლინებას კანონი ისევე არ კრძალავს, როგორც ტრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს, ხოლო რა დამოკიდებულება მექნება მე პირადად ასეთი ადამიანების მიმართ, თუ მე კანონს არ ვარღვევ, ჩემი საქმეა და ვერავინ ამას ვერ ამიკრძალავს!!!

   რაც შეეხება კაზანტიპის ფესტივალს და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, მართალი გითხრათ, აქ უკვე ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია და აი რატომ:

1. ეს არის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე კერძო ტიპის მუსიკალური ღონისძიება, რომელიც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არაფრის დაკანონებას, მათ შორის იქ განვითარებული მოვლენების და თუნდაც ორგიების, მიზნად არ ისახავს; ანუ, ეს მათი პირადი საქმეა და მე ამის მსაჯულად ვერ გამოვდგები, რადგან არასოდეს ჩავრეულვარ უზენაესის ფუნქციებში;

2. არგუმენტები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ 26 ივლისის აქციის ორგანიზატორები და პოტენციური მონაწილეები, ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და არადამაჯერებელია და აი რატომ: თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთი ღონისძიება, თუნდაც ჩაცმულ–დახურულ მდგომარეობაში, მარხვის დროს ტარდება, რა თქმა უნდა, ეკლესიის პოზიციიდან ბუნებრივად დასაგმობია, ისევე როგორც აბორტი, სუროგატობა, სხვა ნებისმიერი ცოდვა. მაგრამ, ჩვენ – საერო პირებმა, მოდით ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ – 26 ივლისის აქციაზე კაზანტიპის ფესტივალის დასაგმობად ვინც მივა, ყველა მარხულობს??? ან რამე მნიშვნელობა აქვს, სად ეცმევა მარხვის დროს ვინმეს ტანგა – კაზანტიპის ფესტივალზე თუ უბრალოდ, სადმე, ზღვის სანაპიროზე, ან სად გაირუჯება?!!! 

   მოიტანს თუ არა ამ ფესტივალით მოტანილი შემოსავალი სიკეთეს??? შემოსავალი ზაფხულობით ყველა საზაფხულო ზღვისპირა კურორტს მოაქვს და რა? იქ მარხვას იცავენ??? 

   ჩაცმულობას რაც შეეხება, ზაფხულში ქურქებში და პალტოებში ვერც კაზანტიპის ფესტივალზე იქნება ვინმე, ვერც სხვაგან სადმე კურორტზე, ისევე როგორც ორგიები, ჯანმრთელი თუ უკუღმართი სექსი ყველგან შეიძლება მოხდეს. აქ, უბრალოდ ზღვარია გასავლები: სად მთავრდება საზოგადოებრივი უფლება და იწყება პირადი ცხოვრება პირადი გადაწყვეტილებებით და პირადი პასუხისმგებლობით. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ციციკორე არასოდეს ვყოფილვარ და არც სხვა მიღიარებია ამ სტატუსით. ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ არასოდეს არავის პირადი ცხოვრების მსაჯული არ ვყოფილვარ და არც ჩემი პირადი ცხოვრებაა ვინმეს გასარჩევი, გარდა უზენაესისა!!!

ამიტომ, ჩემო მეგობრებო და მტრებო! მე არ მივდივარ 26 ივლისის აქციაზე, თუმცა ნამდვილად არ მომწონს არც ორგიები, არც ჯგუფური სექსი, არც გადაგვარებული ურთიერთობები და სხვათა შორის, არც კაზინოები და ტოტალიზატორები!!! უბრალოდ, სადაც მე არ მომწონს, იქ მე თვითონ არ მივალ, ვინც რჩევას მკითხავს, არც სხვას ვურჩევ, მაგრამ ბრძოლას მხოლოდ მაშინ დავიწყებ, თუ ის, რაც ჩემთვის მიუღებელია, ძალით უნდა მომახვიონ თავს!!!

   ეს გახლავთ ჩემი პოზიცია! და კიდევ ერთი: თუ მე რამე არ ვიცი, თუ ამ მუსიკალური, თუნდაც ჩემთვის არამისაღები ფესტივალის უკან რაიმე მზაკვრული ჩანაფიქრია და ვერ ვხედავ, მაშინ კეთილი ინებეთ და გამაგებინეთ და დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში მე და ჩემნაირები პოზიციას ვერ შევიცვლით, რადგან სიყალბე ყველაზე დიდ ბოროტებად მიმაჩნია ამ ქვეყანაზე!!!