Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (4)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
26-07-2014, 15:53
ნანახია: 1144

გიორგი კანდელაკი:-

   საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში გამოსვლისას, სადაც დეპუტატებმა მთავრობას ნდობა უნდა გამოცხადონ, განაცხადა:

 

   -"ტყუილი და თვითკმაყოფილება წითელ ხაზად გასდევს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბატონი ღარიბაშვილის აქ ყოფნა წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებს. როცა გუშინ და დღეს აქ ისმებოდა ძალიან კონკრეტული, მთავრობის სტატისტიკაზევე დამყარებული კითხვები, თუ რატომ იზრდება გაჭირვება საქართველოში, თქვენ მუდმივად გაიძახოდათ სიტყვას – დემაგოგიას, ანუ იმას, რითაც იყავით დაკავებული. თქვენ გუშინ ჩამოგითვალეს 9 კანონიერი ქურდი, რომლებთან დანაშაულებრივ კავშირში თქვენი მთავრობის წევრები იმყოფებიან, თქვენ ამაზე არაფერი თქვით, რითაც დაადასტურეთ, რომ თანამშრომლობთ კანონიერ ქურდებთან. ამის ფონზე ცხადია, კრიმინალის ზრდა და ამასთან დაკავშირებით გაყალბებული სტატსტიკა ვერ დაგეხმარებათ".