სააკაშვილს პროკურატურაში ელოდებიან

სააკაშვილს პროკურატურაში ელოდებიან

   ხვალ სააკაშვილს პროკურატურაში ელოდებიან

   მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა ექს-პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარების უწყება გადასცა. როგორც ირკვევა  სააკაშვილი ჩვენების მისაცემად მოწმის სტატუსით არის დაბარებული, თუმცა რომელ საქმეზე უცნობია. 

   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორშაბათს, 28 ივლისს 11 საათზე უნდა გამოცხადდეს. თუ ის ისევ უარს იტყვის და არ გამოცხადდება პროკურატურაში, მაშინ მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი სანქციები, მათ შორის დაკითხვაზე იძულებით მიყვანა.

   გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათსვე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. პირდაპირი ჩართვა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან სკაიპის მეშვეობით 12 საათზე იგეგმება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: