Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
28-07-2014, 09:16
ნანახია: 677

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს:

 

   -"მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ველომოგზაურის, მსოფლიო რეკორდსმენის ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო.

ჯუმბერ ლეჟავამ უაღრესად საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით მან შექმნა არა მარტო საკუთარი ბიოგრაფია, არამედ შეაგროვა და შეადგინა არქივი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიო ისტორიის ნაწილია.

   ,,მოგზაური დიპლომატი", ,,მსოფლიო სპორტსმენი", ,,სპორტის რაინდი" - ეს ჯუმბერ ლეჟავას სტატუსისა და ჯილდოების მცირე ჩამონათვალია. ასეთად დარჩება ჯუმბერ ლეჟავა ჩვენს მეხსიერებაში.

   თანაგრძნობას ვუცხადებ ჯუმბერ ლეჟავას ოჯახს და მის ახლობლებს. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი