მობილიზებულია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" რეგიონალური სამსახურები"

მობილიზებულია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" რეგიონალური სამსახურები"

   "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 

   იმედს გამოვთქვამთ, რომ მსხვერპლი აღარ გაიზრდება და გაუჩინარებული ადამიანები საკუთარ ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდებიან. 

   მობილიზებულია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" რეგიონალური სამსახურები, რომლებიც მაქსიმალურ დახმარებას უწევენ დაზარალებულ მოსახლეობას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: