დავით ნარმანია:-"კანონის წინაშე ყველა თანასწორია"

დავით ნარმანია:-"კანონის წინაშე ყველა თანასწორია"

    დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა და განაცხადა:

 

 

-"ის კითხვები, რაც წლების განმავლობაში, 2007 წლიდან მოყოლებული საზოგადოებას ჰქონდა, ვფიქრობ, პასუხგაცემულია. დანარჩენ საკითხებს სიღრმისეულად გამოძიება გასცემს პასუხს. ვინც არ უნდა იყოს, ყველამ უნდა აგოს პასუხი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაოდენ მაღალი რანგის თანამდებობის პირიც არ უნდა ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ თუ ასეთი მძიმე ფორმებით და საშუალებებით მოხდა ადამიანების დარბევა და ასე ვთქვათ, კანონი ფეხქვეშ იქნა გთელილი, ამისთვის, პასუხი ყველამ უნდა აგოს, დაწყებული მაღალი რანგის თანამდებობის პირიდან, რიგითი ადამიანებით დამთავრებული, ვინც ამ პროცესის მონაწილე იყო".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: