დავით ბაქრაძე:-"ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ოპოზიცია პროკურატურის განცხადებებით შეაშინოს"

დავით ბაქრაძე:-"ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ოპოზიცია პროკურატურის განცხადებებით შეაშინოს"

   "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენებას გამოეხმაურა. 

   "დღეს ხელისუფლებამ გადადგა მორიგი ნაბიჯი დაანონსებული ცხელი ზაფხულისკენ. პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩვენს საზოგადოებას ძალიან დეტალურად შეახსენეს ჩვენი უახლესი ისტორიის მართლაც ძალიან მძიმე და დრამატული ფურცელი, რომლის გახსენებით გამოწვეული ნეგატიური ემოციებით შეეცადნენ გადაეფარათ ის სიჩქარე და არაკვალიფიციურობა, რომლითაც ამ შემთხვევაშიც მოქმედებს საქართველოს პროკურატურა. ხელისუფლება ჩქარობს, ვინაიდან მათ არ დაიცვეს ელემენტარული წესებიც კი, რომელიც მოქმედებს მოწმის იძულებით დაკითხვასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ჩქარობს, იმიტომ, რომ მათ არ მისცეს მათივე ჩამოყვანილ უცხოელ ექსპერტებს მუშაობის და საქმეებთან გაცნობის საშუალება. ხელისუფლება ჩქარობს იმიტომ, რომ მას ეშინია "ნაციონალური მოძრაობის", როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის. მე მინდა მოვუწოდო, ყველა ჩვენ მოკავშირეს და იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი და განვითარებული ხვალინდელი დღე, იყავით მტკიცედ, იყავით მხნედ, ვერანაირი რეპრესიით, ვერანაირი პროკურატურის განცხადებით, ვერცერთი ხელისუფლება საქართველოში ვერ შეძლებს ოპოზიციის დამარცხებას. მოგიწოდებთ სიმხნევისკენ და უფრო ენერგიული ბრძოლისკენ".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: