გოგი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას მიმართავს:-"გაიგეთ ვითომ რამე?"

გოგი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას მიმართავს:-"გაიგეთ ვითომ რამე?"

   "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე კაზანტიპის ფესტივალის გარშემო ატეხილ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას სოციალური ქსელით მიმართვას:

   -"პატივცემულო ხელისუფლებავ, რატომ ტეხავ სპეციალურად და ძალით კაზანტიპთან დაკავშირებით, ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს?

მე გეტყვით რატომ.... კომუნისტური სისტემა ხარ და იმიტომ, სხვანაირად ვერ აზროვნებ და იმიტომ..... 

 

   კაზანტიპი არის კერძო ბიზნეს პროექტი, მოვიდა მოითხოვა ადგილი კერძო სტრუქტურისაგან, აიღო ადგილი და აკეთებს თავის ბიზნეს, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ ქვეყნის კანონები... სახელმწიფოს ფუნქცია კი არის, რომ უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე წესრიგი ეს არის და ეს

 

   თქვენ კი რას აკეთებთ? ისტერიულად უწევთ პატრონტაჟს კერძო პროექტს და ასაღებთ მას სახელმწიფოს მონაპოვრად, პედალირებას აკეთებთ მედია–აფიორებით და კიდევ იმით, რომ ვიღაცეებმა ამაზე ქულები ჩაიწერონ.... და ყველაზე ცუდი რაც არის, ძალით უწევთ პროვოცირებას "ვითომ ეროვნულ–სარწმუნოებრივ პროტესტს"

რა თქვენი ანუ სახელმწიფოს საქმეა კერძო ბიზნესით სპეკულირება და ამ თემატიკაში ხელების ფათური, ეგ გიწერიათ დებულებაში?

შეეშვით რა ... თვითონ მიხედავს ეგ კაზანტიპი (ბიზნესი) თავის თავს და ნუ აიგიავებთ ამ პროექტს სახელმწიფოსთან და არც ეს აჟიოტაჟი იქნება....

   გაიგეთ ვითომ რამე?"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: