Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
30-07-2014, 11:56
ნანახია: 1709

გოგა ხაინდრავა:-

   კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილისადმი ბრალის წარდგენას ეხმიანება და ამბობს, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი დიდი ხანია დასაყენებელი იყო. მისი თქმით კარგია, რომ ახალი ხელისუფლება მსახურებაში უდგას საკუთარ ხალხს და რეჟიმის გასამართლების დღე დადგა.

   -"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს რეჟიმი იყო გახრწნილი, სისხლიანი, კორუმპირებული და ზუსტად ისეთი რეჟიმი, როგორც საბჭოთა სისტემისთვის იყო დამახასიათებელი. დღეს დადგა დღე, რომ ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ უფრო ადრეც უნდა დამდგარიყო. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ რეჟიმის წარმომადგენელი იყო რაიმე დანაშაულებრივ საფეხურზე, უნდა წარსდგეს გამოძიების წინაშე და პირველ რიგში ქართველი ხალხის კითხვებს უპასუხოს.

   ის, რაც ხდება, ნამდვილად არის სამართლიანობის აღდგენა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან დიდ წნეხს განიცდის ლობისტების გარკვეული ჯგუფებისგან. 

   კინორეჟისორის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც შეწუხებულნი არიან სააკაშვილისადმი ბრალის წაყენებით, არიან ბრმანი და საჭიროა თვალი გაახილონ, უყურონ იმ ჩანაწერებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ეს თვალთმაქცობა დაანგრევს მათ ქვეყნებს. 

   _"ჩვენ ვდგევართ სწორ გზაზე, დავიწყეთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა და მინდა ყველას მივულოცო ის ნაბიჯი, რაც ხელისუფლებამ გადადგა."

გოგა ხაინრდავამ მიმართა პრესის წარმომადგენლებს და სთხოვა ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ნურც "იმედის" დარბევაზე და ნურც 7 ნოემბერზე თუ 26 მაისზე.

   -"არანაირი გადატრიალება 7 ნოემრებს არ ყოფილა, გადატრიალებას საერთოდ აწყობს ოპოზიცია, 7 ნოემრები კი მოაწყო ხელისუფლებამ. 7 ნოემბერს პარლამენტის წინ იყო შიმშილობის 6 დღის შემდეგ მისავათებული ადამიანები და სიცრუეა, როცა ქართული არხები ამბობენ, რომ მომიტინგეები გადატრიალებას აწყობდნენო. არც ისაა მართალი, რომ ამ დღესთან ბადრო პატარკაციშვილს დანაშაული იკვეტებაო, ეს დღე იყო მერაბიშვილის და მათი ხროვის მიერ დაგეგმილი".

გოგა ხაინდრავას თქმით სააკაშვილი აუცილებლად გასამართლდება და ქვეყანაში სამართალი იზეიმებს".

  ხაინდრავას თქმით, ის მთელ მსოფლიოს გააგებინებს, რომ "სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც ბერიასაც კი არ გაუკეთებია".