Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (9)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
30-07-2014, 12:37
ნანახია: 1510

ვაჟა ბერიძე: „სააკაშვილს ხელბoრკილებს ვერ დაადებენ და საქართველოში ვერ ჩამოიყვანენ!“

„ივერიონს“ ესაუბრა ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.

- ბატონო ვაჟა, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური“  ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით ბრალი უკვე წაუყენა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ექს-პრეზიდენტს ხელბორკილს დაადებენ და საქართველოში ჩამოიყვანენ,თუ ხელისუფლების  ნაბიჯი გათვლილია საზოგადოების კატეგორიულ მოთხოვნაზე - ქვეყანაში  სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს?

- ის რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ხელბორკილებს დაადებენ და საქართველოში ჩამოიყვანენ ნაკლებად  მოსალოდნელია, რადგან დასავლეთში, სადაც სააკაშვილი ცხოვრობს, მას  ბევრი მეგობარი და კეთილისმსურველი ჰყავს და მათ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს!

რაც შეეხება ხელისუფლების ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ეს სამართლიანობის პროცესის აღდგენის გამოხატულებაა. მმართველი გუნდი ადეკვატურ პასუხს აძლევს იმ ნაწილს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა. ვიცით, რომ ელექტორატის ნახევარზე მეტი საარჩევნო ყუთთან არ მივიდა. ის ნაწილი კი, რომელიც ხელისუფლებას მომხრეა იმედგაცრუებული დარჩა, იმის გამო, რომ სწრაფი შედეგები ვერ მიიღო. სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს სწორი გზაა. მეორე , ეკონომიკის ამუშავების , სამუშო ადგილების შექმნის კუთხით შედეგი არ ჩანს. ჩემთვის პირადად და ზოგადად ანალიტიკოსებითვის ეს უცხო არ არის - ჩვენ გვესმის, რომ ამ მცირე დროში შედეგების ჩვენება წარმოუდგენელია.

- თქვენი აზრით, ამ გადაწყვეტილებას ხომ არ მოჰყვება არეულობა  ქვეყანაში, მითუმეტეს, „ნაციონალები“ შემოდგომაზე ამას წინასწარმეტყველებდნენ?!

 - მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს სერიოზული პრობლემის შექნა არ შეუძლიათ, არც საზოგადოებაა მათი  მხარდაჭერითვის მზად. მე არ ველი,  რომ სოციალური ფონი მნიშვნელოვნად გაუარესდება.

-  ყოფილმა პარლამენტარმა, იურისტმა ვალერი გელბახიანმა ერთ-ერთი ქათული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯებით ხელისუფლება  ცდილობს ნიადაგი შექნას  2016 წლის არჩევნებისათვის. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და საერთოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები?

- ჩემთვის ძალიან ძნელია წინასწარმეტყველის ამპლუაში ყოფნა. მიმაჩნია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს ტრანფორმაცია განიცადოს და უფრო აქტიური გახდეს. მართველი ძალა ექლეკტური გაერთიანებაა, სადაც საუბიექტები საკმაოდ განსხვავებული ხედვით არიან წარმოდგენილი. ეს კი ორი პოლიტიკური ძალის თანაარსებობის შედეგია. საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე, აქვე მოიაზრება  „რესპუბლიკური“ პარტია, დანარჩენები თავიანთ აზრს არ აფიქსირებენ. აქედან გამომდინარე  სწორია, როდესაც ისინი ახალი სტრატეგიის შემუშავებას იწყებენ და ქვეყნის ეფფექტური მართვის გზებს ეძებენ. სწორედ ამის ნაწილია ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება, თუმცა, ეს  რამდენად საკმარისი იქნება, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, 2016 წლის არჩევნებით პოლიტიკური სპექტრი მთლიანად შეიცვლება. 

 -  საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღება მიპყრობილია ანაკლიისაკენ, სადაც 20-30აგვისტომდე ე.წ. „კაზანტიპის“ მუსიკალური ფესტივალი ტარდება, მიუხედავად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის  პროტესტისა და უკმაყოფილებისა, რაც ამ ე.წ ფესტივალისადმი უარყოფით დამოკიდებულებაში გამოიხატება, ხელისუფლება დღემდე კომენტარს არ აკეთებს.  საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით...

- ვფიქრობ, რომ საზოგადოების განწყობა უარყოფითია, ამიტომ მიზანშეწონილი იქნება არ  ჩატარდეს! ხალხი მართავს და განაგებს ქვეყანას, საზოგადოების განწყობა კი მნიშვნელოვანია.   ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ სხვაგვარად ტურიზმი ვერ განვითარდება და საქართველო საბჭოთა ქვეყნების ფარგლებში  ნოსტალგიის მხარედ დარჩება. ჩვენ ამგვარ თავყრილობებზე უარს ვამბობთ. სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა, რომ ასეთი მასობრივი თავყრილობებისთვის საქართველო მზად არ არის , თუმცა, ამ მოსაზრებასაც აქვს არსებოდის უფლება. იმას, რასაც უზნეო შედეგეგი ახლავს და ქვეყნისთვის მიუღებელია, არ უნდა ჩატარდეს. მაგრამ თუ გვინდა, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს, უნდა შევთანხმდეთ, რომ მსგავსი თავყრილობების არსებობა დავუშვათ. ვფიქრობ, რომ კაზანტიპის ყაიდის ფესტივალის ჩატარების აუცილებლობა ქვეყანაში არ არის!

 

ესაუბრა ნათია ხარბედია