Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (8)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
31-07-2014, 14:05
ნანახია: 821

ჯონდი ბაღათურია: „კაზანტიპის მომხრეები სუტენიორები არიან, სააკაშვილი კი დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს!“

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი  ბაღათურია, ე.წ. კაზანტიპის ფესტივალსა  და ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი  წაყენებულ  ბრალს გამოეხმაურა. მისი განმარტებით მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულია.   ეს განცხადება მან „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გააკეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.  კაზანტიპის ფესტივალს თუ ასე განვაზოგადებთ, რომ 69 000 კაცს გადასცეს ადგილი პროტიტუციისთვის,  სხვა საკითხია, ადამიანურ ენაზე კი ამას სუტენიორობა ეწოდება, ხელისუფლებას კი ამ გზით ფულის შოვნა უნდა. სუტინიორი შეიძლება ვუწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც კაზანტიპის მომხრეა. ასე როგორ უნდა დავეცეთ, რომ სუტენიორობით ფული ვიშოვოთ.


ამბობენ, რომ ამ ე. წ კაზანტიპის ფესტივალს ერთჯერადი სახე არ ექნება და ის შემდეგ წელშიც განმეორდება, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ფესტივალის გაგრძელების  შესაძლელობას დაუშვებს დიდ შეცდომას დაუშვებს.   ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირია, ამ შემთხვევაში კი მისგან ვაჟკაცური საქციელია საჭირო, მან მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და შეეწინააღმდეგოს, დარწმუნებით ვიცი, რომ ღარიბაშვილს არ უნდა ამის გაკეთება, მას ამის განწყობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს  გადაწყვეტილება  და არ ჩაატარებინოს.“


ბაღათურია  ასევე შეეხო   ექს-პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილისადმი ბრალის წაყენების თემას. მისი თქმით, ის სამართლიანობის აღდგენის მომხრეა.


„მე შეშფოთების საჭიროებას ვერ ვხედავ, მესმის ნორლანდის შეშფოთების, სააკაშვილი ხომ მათი პროდუქტია, მაგრამ დამნაშავე სააკაშვილია და არა სხვა  ვინმე. სააკაშვილი ბუშის ფავორიტიც  იყო, მაგრამ ეს ხომ ბუშის დანაშაული არ არის. მათი მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება  სავალდებულო არ მიმაჩნია.“


მისი თქმით, „სააკაშვილისადმი წაყენებულ ბრალდებას კიდევ ბევრი საქმე აკლია. სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული  პროკურატურისადმი ჩემს მიერ გადაცემულ საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი პრეზიდენტი ბოლომდე იყენებს თავის თანამდებობას, უსაფუძვლო დადგენილებით სახელმწიფო ქონებას სხვა პირს გადასცემს მფლობელობაში. დოკუმენტებში  მოცემულია ქრთამის აღების მტკიცებულებებიც“.


ბაღათურია ეჭვობს, რომ აღნიშნული საქმე გადაიხედება, რადგან, მის მიერ აღდგენილ საქმის დოკუმენტებში ახლანდელი მაღალჩინოსნის  ვინაობა ფიგურირებს.