Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
31-07-2014, 18:11
ნანახია: 732

რას მოითხოვს ნარმანია აბესაძისგან და რა არ იცის ამ უკანასკნელმა?

  თბილისის მერის, დავით ნარმანიას პრესსამსახური თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებას პასუხობს. 

 

   "დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა განცხადება, თითქოსდა თბილისის არჩეული მერის დავით ნარმანიას დავალებით გატყდა გიგი უგულავას ელექტრონული ფოსტა და ხდება პერსონალური ინფორმაციის უკანონო გზით მიღება.

 

    კატეგორიულად მოვითხოვთ ბატონი აბესაძისგან, ნუ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ნუ შეყავს საზოგადოება შეცდომაში. დავით ნარმანიას წარმომადგენლები გარდამავალ პერიოდში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან იღებენ მხოლოდ საჯარო ინფორმაციას სამსახურების დებულებების, საშტატო რაოდენობების, სამოქმედო გეგმებისა თუ ბიუჯეტის შესრულების შესახებ. 

 

   სამწუხაროა, თუ აბესაძემ არ იცის, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება არათუ არჩეულ მერს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს", - აღნიშნულია განცხადებაში.