ედუარდ შევარდნაძე: "ნაციონალები" ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდებიან!

ედუარდ შევარდნაძე: "ნაციონალები" ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდებიან!

საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს ახალი მთავრობა ძალიან მოსწონს. იგი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი აუცილებლად შეასრულებს თავის დანაპირებს და ახალი ხელისუფლება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება იქნება. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


შევარდნაძეს ივანიშვილის უმცირესობასთან შეხვედრა დადგმულ სპექტაკლს აგონებს, სადაც ყველას თავისი როლი ჰქონდა განაწილებული. "ნაციონალებმა თავიანთი ცინიკური და შეურაცხმყოფელი გამოსვლებით კიდევ ერთხელ დაანახეს ქართველ ხალხს თავიანთი ნამდვილი სახე" _ აცხადებს შევარდნაძე.


ექსპრეზიდენტი უმცირესობის შეხვედრაზე გია ბარამიძეს საქციელს უწუნებს და ახსენებს, რომ ის გია  ბარამიძეა, რომელმაც აფრასიძეების ოჯახი ამოწყვიტა. _ "ეს ადამიანი მარტო ცოცხლებს კი არა, მკვდრებსაც ერჩის" _ აცხადებს შევარდნაძე და დასძენს, რომ ბარამიძემ არც თავისი მეგობარი და გზამკვლევი ზურაბ ჟვანია დაინდო, რომელსაც საზოგადოება ექს-პრემიერის გარდაცვალების ინსცენირებაში ადანაშაულებს და რომელიც მისი თქმით, სააკაშვილმა დაგეგმა.


იგი იმედს გამოთქვამს, რომ "ახალი ხელისუფლება ჟვანიას მკვლელებსაც დასჯის აფრასიძეების ოჯახის გამაუბედურებელსაც და თუ გორელების სურვილი იქნება, სტალინის ძეგლსაც დააბრუნებს გორის ცენტრში".


შევარდნაძე, გოგი ოჩიაურს საქციელს უწუნებს, როცა მან ივანიშვილს ქვეყნის მიღწევების დისკრედიტაცია დააბრალა და ურჩევს სააკაშვილისთვის ეყვირა მაშინ, როცა პატიმრების ცოცხით გაუპატიურების კადრები გავრცელდა.


შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ "ნაციონალებს" წინ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. იგი იმედოვნებს, რომ ბურუსით მოსილ ყველა საქმეს ნათელი მოეფინება და ქვეყანაში სამართლიანობის განცდა გაჩნდება.


ექსპრეზიდენტი ურჩევს ახალ ხელისუფლებას, დასაჯოს ყველა ის დამნაშავე, ვის კისერზეცაა ციხეებში ადამიანების წამება და გაუპატიურება. სხვანაირად ისინი ხალხის ნდობითა და მხარდაჭერით ვერ ისარგებლებენ, რაც შეეხება სააკაშვილის გაქცეულ მაღალჩინოსნებს, მისი თქმით, ისინი მართლმსაჯულებას ვერ დაემალებიან, ამისთვის ყველა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს.


რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ისინი ჯადოქრები არიან და სასწაულს ახდენენ, შევარდნაძე ნიშნისმოგებით პასუხობს: თუ ეს ჯადოსნობა ხელისუფლებაში დაბრუნებას გულისხმობს, "ნაციონალები" ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდებიან!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: