Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (7)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
3-08-2014, 10:10
ნანახია: 2375

ილხამ ალიევი:-

   აზერბაიჯან–სომხეთის მთიანი ყარაბახის კონფლიქტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"ეს კონფლიქტი მთელ რეგიონს საფრთხეში აგდებს. სახელმწიფოები ყარაბახის კონფლიქტს "გაყინულს" უწოდებენ, თუმცა ის სულაც არაა გაყინული. კონფლიქტი მოსაგვარებელია. მთიანი ყარაბახი ისტორიულად აზერბაიჯანული მიწაა. სომხები იქ 200 წლის წინ ჩავიდნენ. სომხური საოკუპაციო ჯარების მიერ განადგურებულია ისტორიული აზერბაიჯანული ძეგლები, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებული რჩება. აზერბაიჯანელებს არ გააჩნიათ არავითარი შეუთავსებლობა სხვა ხალხებთან. სომხებს კი მიაჩნიათ, რომ ისინი შეუთავსებლები არიან აზერბაიჯანელებთან. ამ პოლიტიკის შედეგად, სომხეთის მოსახლეობის 99.9% სომეხია, სხვა ეროვნების ადამიანებმა კი ეს ქვეყანა დატოვეს. სომხებს აქვთ საკუთარი სახელმწიფო, რომელიც აზერბაიჯანმა ერთ–ერთმა პირველმა აღიარა. ახლა კი ახალ თვითდამკვიდრებაზე საუბრობენ. "ნუთუ ყველა სახელმწიფო, რომელშიც სომხები ცხოვრობენ, სომხეთად უნდა იქცეს?"– განაცხადა ალიევმა.

   აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვან ორმაგ სტანდარტებზე და  ხელი შეუწყონ წლების მანძილზე გაგრძელებული კონფლიქტის საბოლოოდ  მშვიდობიან მოგვარებას.