ალეკო ელისაშვილი:-"არიან ადამიანები, რომლებიც ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არიან კანდიდატები"

ალეკო ელისაშვილი:-"არიან ადამიანები, რომლებიც ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არიან კანდიდატები"

   როგორც თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, ის მხარს თბილისის მთავრობის კანდიდატების ნაწილს დაუჭერს. 

   -"დიდი ნაწილის სახელი და გვარი არაფერს მეუბნება. არიან ადამიანები, რომლებიც ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არიან კანდიდატები. მაგალითად, ზაზა გაბუნია, რა ნიშნით უნდა იყოს არჩეული გამგებლად, არ ვიცი, რა გამოცდილება და დამსახურება აქვს მას. იგივე შემიძლია ვთქვა ალექსანდრე მარგიშვილზეც. რატომ შეარჩიეს ეს ხალხი, ჩემთვის გაუგებარია, თუმცა არის ნაწილი, რომელთა საქმიანობის შესახებაც ვიცი და მიხარია, რომ ისინი იქნებიან მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: