Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
29-10-2012, 14:47
ნანახია: 5543

ბედუკაძის ჩაწერილი მორიგი ვიდეოკადრები გავრცელდა

დღეს კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც  ლადო ბედუკიძის სახელს უკავშირდება.


ჩანაწერი ელისო კილაძემ "პრიმე-ტიმე"-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აჩვენა. ფარულ ვიდეოჩანაწერში საუბარია ბედუკიძესა და ვინმე გაბიტაშვილს შორის, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. გაბიტაშვილს მიღებული ჰქონდა დავალება, 26 მაისის წინ "სახალხო კრებაში" შესვლაზე და კონკრეტულ ადამიანებზე ინფრომაციის მოპოვებაზე. ლადო ბედუკაძემ ფარული ჩანაწერი გადასცა გიორგი ლომიას, რომელთანც 2 წლის განმავლობაში აქტიური  ურთიერობა ჰქონდა.


ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალსტმა ირმა ინაშვილმა გიორგი ლომია პრესკონფერენციაზე პირად მეგობრად და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრად წარადგინა. გიორგი ლომია გლდანის საპყრობილეში თაღლითობისთვის 2 წელი იხდიდა სასჯელს, სადაც ყველას ეუბნებოდა, რომ ის ნინო ბურჯანაძის "პიარშიკი" იყო. სწორედ ამიტომ ბედუკაძემ მას ეს ჩანაწერი ნინო ბურჯნაძის გაფრთხილების მიზნით გადასცა. ნინო ბურჯნაძე კი აცხადებს, რომ დღემდე ეს ჩანაწერი მისთვის არავის მიუტანია. ფარულ ვიდეოჩანაწერში საუბარია "სახალხო კრების" კონკრეტულ წევრებზე, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის შვილზე. სწორედ ამიტომ სურდა ბედუკაძეს ბურჯანაძის ოჯახის გაფრთხილება.


ელისო კილაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმა იყო ციხის კადრების გავრცელება, ამიტომ მათ უნდოდათ, ეს კადრები ბურჯანძის ოჯახთან ყოფილიყო დაკავშირებული.


ელისო კილაძეს სურს ეს კადრები გენერალურ პროკურატურას გადასცეს, რადგან მისი თქმით, ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასთან გვაქვს საქმე.