კოკა ყანდიაშვილი:-"მოდიან!!!ყურადღება, ყურადღება!!!

კოკა ყანდიაშვილი:-"მოდიან!!!ყურადღება, ყურადღება!!!

   პრემიერ მინისტრის ყოფილი მრჩეველი კოკა ყანდიაშვილი "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით "ფაცებოოკ" საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. "ივერიონი"  აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

   -"მოდიან!!!ყურადღება, ყურადღება!!! კაზანტიპი 2014 ანაკლიაში ჩატარდება!!! მადლობა საპატრიარქოს რომ ზრუნავს ჩვვენს მორალსა და ზნეობაზე და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა -ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო  ფესტივალის ასეთი ფართობასშტაბიანი პიარისათვის!!!მე კაზანტიპზე მივდივარ!!! ჯერ იმიტომ, რომ ამ ასაკში მაინც ჩავწვდე მუსიკის ელექტრონულ მიმდინარეობას, და რა ღა თქმა უნდა- იმისთვის, რომ ჩემი თვალით ვნახო და გადავიღო რაც იქ მოხდება. ამ ყველაფერს გაჩვენებთ და სპეციალურ ქეისს გავუგზავნი იმ მამაოებს- რომლებიც აღვირახსნილობის ზეიმს წინასწარმეტყველებდნენ. მე, ვიცნობ პირადად - კაზანტიპის ვირტუალური რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკიტას და მის არაჩვეულებრივ ოჯახს, შვილებს , მეუღლეს და კაზანტიპის ძირითად გუნდს. მიხარია  რომ ამ ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება  -რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად , ეს პროექტი ყირიმიდან ანაკლიაში გადმოეტანათ. რა თქმა უნდა მიხარია, რომ ასეთი პროექტი საქართველოში განხორციელდება . მოგახსენებთ ასევე იმას, რომ საქართველოში 106 ქვეყნიდან ჩამოვლენ სტუმრები. ასევე ველით ჩვენს ძმებსა და დებს აფხაზეთიდან.კულტურა ანგრევს ხელოვნურ ზღვრებს -კულტურა ერთიანებს ადამიანებს !!!პ.ს რა თქმა უნდა კაზანტიპზე -რომელიც უკვე 22 წელია რაც იმართება -ბევრი არასახარბიელო და უმსგავსო რამეები ხდებოდა -მაგრამ ეს ყირიმში ხდებოდა. მგონია რომ  ისევე -როგორც მე -თქვენც ხვდებით, რომ საქართველოში ვერაფერი მიახლოებულიც კი ვერ მოხდება-გარყვნილობას და აღვირახსნილობას ვგულისხმობ."აცხადებს ყანდიაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: