გიორგი გაჩეჩილაძე:-"სააკაშვილს უნდოდა საპრეზიდენტო არჩევნები ერთი წლით გადმოეწია"

გიორგი გაჩეჩილაძე:-"სააკაშვილს უნდოდა საპრეზიდენტო არჩევნები ერთი წლით გადმოეწია"

   "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილისადმი 7 ნოემბრის თემაზე წაყენებული ბრალდება რთული და ჩახლართულია და უფრო მძიმე ბრალდება უნდა ყოფილიყო წარდგენილი. მისი თქმით ეს დარბევა წინასწარ იყო განსაზღვრული და სააკაშვილს უნდოდა საპრეზიდენტო არჩევები ერთი წლით გადმოეწია.

   -"სააკაშვილს სჭირდებოდა სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უფრო ადრე ჩაეტარებინა, ვიდრე აშშ-ში ხელისუფლება შეიცვლებოდა, ამიტომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ აღიძრა უნდა იყოს გაცილებით უფრო მძიმე. 6 ნოემბერს საღამოს მე იქ ვიყავი და ვნახე, რომ ხალხი ძალიან ცოტა იყო. ის სისასტიკე, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა, სწორედ ხალხის დიდი მასის გამოყვანისთვის იყო დაგეგმილი, რომ მერე დაერბიათ, გამოეწვიათ საზოგადოებს დიდი ნაწილის აღშფოთება და ხალხს ვადამდელი არცევნები მოეთხოვა. დაგეგმილი იყო ისიც, რომ 29 ნოემბერს ბურჯანაძემ ხელი მოაწერა კანონს ამნისტიის შესახებ და ყველამ იცოდა, რომ ამნისტირებულ პატიმრებს 400-400 კაცი უნდა მიეყვანათ არჩევნებზე სააკაშვილის მხარდასაჭერად. ასე რომ ეს კოლექტიური დანაშაულია და ბურჯანაძემ ახლა რაც არ უნდა ილაპარაკოს, უნდა ახსნას ბევრი საკითხი. მე მესმის ხელისუფლებას არ აწყობს ეს ყველაფერი, რადგან ბევრი ადამიანის დაპატიმრება მოუწევს და მათ შორის ახლა უკვე თავიანთი პარტიის წევრებიც მოყვებიან".

   გაჩეჩილაძის თქმით არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხება სახელმწიფო დანაშაულებს, განსახილველია და არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: