გიორგი ამაშუკელი:-"ბოლო წლებში, მშენებლობის ტემპებსა და დაფინანსების წყაროების ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება"

გიორგი ამაშუკელი:-"ბოლო წლებში, მშენებლობის ტემპებსა და დაფინანსების წყაროების ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება"

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ ამბასადორიალზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სიტყვით გამოვიდა.

    გიორგი ამაშუკელმა დამსწრე საზოგადოებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარე და დასრულებული მშენებლობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ, ბოლო წლებში, მშენებლობის ტემპებსა და დაფინანსების წყაროების ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ პროექტები, რომელსაც სამინისტრო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და თანადაფინანსების საფუძველზე ახორციელებს, რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რაც რეგიონებს ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და კერძო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

   გიორგი ამაშუკელმა, ასევე, ისაუბრა, მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებულ 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, შესაბამის პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს და ადგენს საჭირო პირობებს, ქვეყნის რეგიონების დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: