გოგი ლორთქიფანიძე:-"დავნერგოთ ელექტრონული პლებისცისტის მარტივი და ეფექტური სისტემა"

გოგი ლორთქიფანიძე:-"დავნერგოთ ელექტრონული პლებისცისტის მარტივი და ეფექტური სისტემა"

   "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე თბილისის მთავრობას მიმართავს:

   -"პატივცემულო თბილისის საკრებულოვ და თბილისის მერიავ, რადგან დღის წესრიგში ხშირად დგება ისეთი საკითხები და თქვენს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები, რომლებიც იწვევნ საზოგადოების მომეტებულ ინტერესს და ვნებათაღელვას, უპრიანი იქნება, ორმხრივი დემოკრატიის შემდეგი განვითარებისათვის და საზოგადოებაში პოლიტიკურ–საზოგადოებრივი კონსენსუსი მისაღწევად, ცხოვრებაში დავნერგოთ ელექტრონული პლებისცისტის მარტივი და ეფექტური სისტემა.

ისეთი სიტყვებით დავწერე, მეც გამიჭირდა გაგება და თქვენ ხომ მაინც მიმიხვდებით პატივცემულებო? 

ძველ მერიას ქონდა ასეთი პორტალი, თუმცა არაეფექტური და აგერ ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის დედაქალაქის ვარიანტს შემოგთავაზებთ განსახილველად.... დავიჯერო ჩვენზე მეტი დემოკრატიულები და კრეატიულები არიან ?  თუ უკეთესს გააკეთებთ ხომ საერთოდ რესპექტ, პატივცემულებო!!! 

იხილეთ: http://dit.mos.ru/apps/application/item

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: