თბილისის მერია სატენდერო პირობებს ამკაცრებს

თბილისის მერია სატენდერო პირობებს ამკაცრებს

   თბილისის მერია სატენდერო პირობებს ამკაცრებს, ამის შესახებ განცხადება მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ გააკეთა

ავთანდილ სუდაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ კეთილმოწყობის საკითხებთან მიმართებაში, თითქმის ყველა მიმართულებით, თავი არა ქმედით მდგომარეობაში ჩაიგდო.

    "ვგულისხმობ ხელშეკრულებაში ჩადებულ ისეთ პირობებს, რომელთა გამოც მერია ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციებს, ზედამხედველობასა და მონიტორინგს. ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნა რიგი ხელშეკრულებები, სადაც გამოვლენილია ზოგადი სახის ხარვეზები, რაც ეხება საგარანტიო პირობებს – საბანკო გარანტიების        წარმოდგენას, შესრულების მონიტორინგს და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზები ესენია, რომლებიც პირველ ეტაპზე იქნება გამოსწორებული.  მაგალითად 770 ათას ლარიან ხელშეკრულებაზე კომპანიას მოტანილი აქვს სადაზღვევო კომპანიის გარანტია, რომელიც მხოლოდ 1% ანუ 7700 ლარს შეადგენს. თითქმის ყველა კომპანიასთანაა ასეთი მდგომარეობა, ხოლო კონტრაქტების გასაჯაროების საჭიროებას ბატონი მერი თავად განსაზღვრავს.''

   მისი თქმით   უზრუნველყოფის გარანტია დაახლოებით 10%-მდე გაიზარდა. ასევე გამკაცრებულია ის პირობები, რომლითაც ხელშეკრულებაში შემოსული მხარე ვალდებულებებს ასრულებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: