Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
8-08-2014, 11:52
ნანახია: 422

დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

   2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 6 წელი გავიდა. დღეს, მუხათგვერდში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

   სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტმა და გენერალ-მაიორმა კაპანაძემ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მუხათგვერდში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

   ადგილზე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები. დილიდან მუხათგვერდის სასაფლაოზე რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ, რომელთაც პატივი მიაგეს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.