Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
10-08-2014, 15:06
ნანახია: 783

10 აგვისტო ტანკისტის დღეა

    10 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები  ტანკისტის დღეს აღნიშნავს. 22 წლის იუბილე დაბა ვაზიანში, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

    ქართველ ტანკისტებს პროფესიული დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

    საზეიმო ღონისძიება წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლება ,,ვაზიანი -2014" -  ში მონაწილე პირად შემადგენლობას მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.

   ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ღია კარის დღე მოეწყო.  სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდა.

   პირველი სატანკო ქვედანაყოფი 1992 წლის 10 აგვისტოს შეიქმნა. 2007 წელს  ჯავშანსატანკო კურსის ჩამოყალიბება დაიწყო. 2009 წელს კი ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი შეიქმნა. სატანკო ქვედანაყოფის სამხედროები ავღანეთში, უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებშიც იღებდნენ მონაწილეობას.