Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
30-10-2012, 11:58
ნანახია: 2040

რამდენი პატიმარი განთავისუფლდება საპატიმროებიდან?!

ქართული ციხეები უკანონო პატიმრებით რომ არის გადავსებული, ახალი არ არის. არც ის არის ახალი, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბევრი მსჯავრდებული თავისუფლების მოლოდინშია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მტყუან-მართალი ერთ ქვაბში მოიხარშება და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.


ბევრს აინტერესებს როდისაა მოსალოდნელი ახალი ამნისტია და რამდენი უკანონო პატიმარი ეღირსება თავისუფლებას!


როგორც ცნობილი უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი "ალიასთან" საუბარში აცხადებს, 25 ათასი პატიმრიდან სავარაუდოდ 13 ათასი განთავისუფლდება. თუ როდის იგეგმება ამნისტია, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ ეს ნოემბრის ბოლომდე უნდა მოხერხდეს.


ამასთან, უფლებადმცველი განმარტავს, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლით დაპატიმრებულებს ამნისტია სასჯელის ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ შეეხებათ. მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს (10 წლამდე მისჯილებს) ორი მესამედის მოხდის შემდეგ, ხოლო 10 წელზე ზევით სამი მეოთხედის მოხდის შემდეგ.


ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა სააკაშვილს დაბლოკოს მომავალი ამნისტია, ნიკოლაიშვილი პასუხობს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პარლამენტს აქვს სათანადო ბერკეტი დაძლიოს ეს ორი მესამედით. მისი თქმით, "საპარლამენტო ბერკეტების ამუშავების შემდეგ პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს".


რაც შეეხება ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს და ქურდული მენტალობისთვის დაპატიმრებულებს, ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა დანაშაულია. მაგრამ, ადამიანი დაპატიმებული უნდა იყოს კონკრეტულ ფაქტზე. იმაზე ლაპარაკი, რომ მე ქურდი ვარ, ის ქურდია, შეაგინე ქურდებს, ეს ტრაგიკომედიაა".


უფლებადამცველი თვლის, რომ ეს მენტალური მუხლი აუცილებლად უნდა გადაიხედოს.