გიორგი სიგუა კაზანტიპთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გიორგი სიგუა კაზანტიპთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი "კაზანტიპთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 "მოვიდა დრო ითქვას სიმართლე, მოვიდა დრო აეხადოს ყველაფერს ფარდა, მოვიდა დრო ნათელმა ჩაანაცვლოს ბნელი და გვირაბის ბოლოში გამოჩნდეს კაშკაშა ნაპერწკალი.  ძალიან ხშირად მეკითხებიან თუ როგორ მოხდა "კაზანტიპი"–ს გადმოსახლების ამბავი საქართველოში.

  როგორ და სად დავუკავშირდი პირველად ნიკიტა მარშუნოკს, სად შევხვდი მას და რა მიზანი მამოძრავებდა. ვატარებ რა ამ დიდ საიდუმლოს და იქცა ის ჩემთვის რამეთუ უდიდეს ლოდად მარჯვენა მხარზე, მივიღე გადაწყვეტილება ვთქვა სიმართლე და სააშკარაოზე გამოვიტანო ჭეშმარიტება!", აღნინავს სიგუა განცხადებაში. 

  "იანვრის თვე იყო და ჩემს კარგ მეგობარ გიორგი გეგეჭკორთან ერთად ვსადილობდი. განვიხილავდით მეტად საჭირბოროტო საკითხს თუ სად გავატარებდით ზაფხულის ხანმოკლე შვებულების თუნდაც 2-3 დღეს. სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და ბოლოს ჩვენი არჩევანი ყირიმზე, სოფელ პოპოვკაზე შეჩერდა, სადაც ტრადიციულად ბინადრობდა დიდი ზეტ რესპუბლიკა. გაავწყვიტეთ და ხელიც ხელს დავკარით. გავიდა მცირე ხანი და კი იცით რაც დატრიალდა ნახევარკუნძულზე.

  შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, რომ იქ მოსახვედრად უკვე საჭირო იყო რუსეთის ვიზების გაკეთება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯთან და არასასიამოვნოდ რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული, ჩვენ ავირჩიეთ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გზა.

  როგორც აღმოსავლური სიბრძნე ღაღადებს: თუ მთა არ მივა მუჰამედთან მუჰამედი მივა მთასთან. ამიტომაც გადავწყვიტეთ რუსეთის ვიზების კეთების და სხვა ხლაფორთის მაგივრად "კაზანტიპი" მოგვეტანა იქ, სადაც ვართ ჩვენ.", აღნიშნავს სიგუა.

"ასე იყო ეს და დაე შთამომავლობამ, ისტორიამ და პროგრესულმა კაცობრიობამ განსაჯოს აწი ყველაფერი !", - დასძენს ის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: