Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
14-08-2014, 14:13
ნანახია: 3134

    12 აგვისტოს ხობში ცოტნეობა აღნიშნეს. მთელი დღის განმავლობაში ხობი სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულ მომღერლებს, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს, პოეტებს და მწერლებს მასპინძლობდა. სიმღერას ცეკვა ცვლიდა, ცეკვას-ლექსი და მთელი დღე გამსჭვალული იყო სამშობლოს სიყვარულით და ცოტნე დადიანის გმირული სულისკვეთებით.

    საღამოს სცენაზე თბილისიდან ჩასული მომღერლების ჯგუფი ავიდა, რომლებმაც გარდა იმისა, რომ ხობელებს და იქ შეკრებილ საზოგადოებას ლამაზი საღამო აჩუქეს, ასევე საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს და ხობში მცხოვრებ 5 შვილიან ოჯახს საჩუქრები მიუტანეს. ხობს თბილისელ მომღერლებთან ერთად გადაცემა "ხელოვნების დრო"-ს წამყვანი ირინა თურქია და ჟურნალისტი მიშა ხაჩიძე სტუმრობდნენ.

   საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ ლაშა ღლონტი, ხატია წერეთელი, მალუ მამფორია,  რეპერი tocafe. ლაშა ღლონტის გამოჩენამ ხობელების აღფრთოვანება და დიდი სიხარული გამოიწვია. ამ აქციაში დამატებით თავისი წვლილი შეიტანა ხატია წერეთელმა, რომელმაც ოჯახს პროდუქტი,ბავშვებისთვის ტანსაცმელი და პირველადი მოხმარეის ნივთები გადასცა. პატარები ჟურნალმა "ცისარტყელამ" სათამაშოებით და სხვა საჩუქრებით გაახარა, "ციარტყელას" ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარემ აკაკი წოწონავამ, რომელიც ამ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი იყო ოჯახს საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი გადასცა. საქველმოქმედო აქციას ხობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია დაესწრო.

    ამ დღეს საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი", რომელიც ხობის ბიბლიოეკას სხვადასხვა წიგნებს გადასცემს.