Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
14-08-2014, 15:00
ნანახია: 1230

დემურ გიორხელიძე: ჭკვიან კაცებს ფულზე გამგელებულ-გამხეცებულ ადამიანთა ინტერესები  ფეხებზე ჰკიდიათ, სერგეენკო კი...

  ცნობილი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე დავით სერგეენკოს ინიციატივას - "რეცეპტის ინსტიტუტის" შემოღებასთან დაკავშირებით,   Fაცებოოკ-ის  საკუთარ გვერდზე   ეხმიანება. იგი ნეგატიურადაა განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ და საბჭოთა სისტემაში დაბრუნების ტოლფასად აფასებს.
    მეტიც, იგი მიიჩნევს, რომ  ამ ინიციატივით ვიღაცეები ფულს გააკეთებენ, ხოლო ხალხის ყოფითი ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდება.
"ივერიონი"ბატონ დემურ გიორხელიძის Facebook  სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
"წამლების გაყიდვა რეცეპტებით?!
მოგენატრად სსრ კავშირი, ხომ?!
ე.ი. უნდა მიხვიდე ექიმთან, -
ანუ გადაიხადო "შესაწირი" (მინიმუმ, 20-50 ლარი) რომ მის "კეთილმაღალუექიმესობამ" ნება დაგრთოს იხილო სახე მისი მწყსაზარი... გამოგიწეროს წამალი და მერე აფთიაქებმა გაგაძრონ ტყავი?!
რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა ეს?!
სერგეენკოზე ხომ საუბრონებ ჭკვიანია კაციაო, -
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ჭკვიანი კაცები ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ხელისუფლების სიახლოვეს არსებული ფულზე გამხეცებულ-გამგელებული ინტერესთა ჯგუფები სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ!
ესაა კაცის საქციელი და არა ყურმოჭრილი მონობა ამ ფულზე მადააშლილი ხალხისა, რომლებიც შემდგომი ხელისუფლების დროს ციხეებში იქნებიან გასამწესებელი".