Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
15-08-2014, 13:42
ნანახია: 583

სანიკიძის თქმით, ახალ ხელმძღვანელს ხარვეზების გამოსწორება მოუწევს

   საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, გია მამულაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს. სანიკიძის განმარტებით შიდა აუდიტის დასკვნაში სხვა გადაცდომებსა და კანონდარღვევებთან ერთად თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი.

   სანიკიძის თქმით, ახალ ხელმძღვანელს ხარვეზების გამოსწორება მოუწევს.

   "იქ იყო ძალიან ვრცელი ჩამონათვალი გადაცდომებისა და კანონდარღვევების, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიგვეღო. იქ ასევე ფიგურირებს ისეთი თემები, როგორიცაა დაახლოებით 400 ათასი ლარის არამიზნობრივი ხარჯვა, რომლის გამოძიებაში უკვე ჩაერთო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ამ კონკრეტულ საკითხზე რა რეაგირება ექნებათ სამართალდამცავ ორგანოებს გვეცოდინება დაახლოებით ერთ თვეში", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.