გიგი უგულავა: პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით სრული სიცრუეა

გიგი უგულავა: პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით სრული სიცრუეა

დედაქალაქის ყოფილი მერი,  გიგი უგულავა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის ბრალდებას ე.წ. მატროსოვის ციხიდან ეხმაურება.უგულავა ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელშიც პროკურატურის ბრალდებას უარყოფს.
 "პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მე სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებს ვიტარებდი, არის სრული სიცრუე და წარმოადგენს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგონილ ტყუილს, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე როგორც შხამი ედება ჩვენს ქვეყანას. ივანიშვილის პროკურატურა უკვე დაეჩვია ნახევრად სიმართლის სიმართლედ და დაუჯერებელი ტყუილებით იაფფასიანი პროპაგანდის წარმოებას. ეს სიცრუე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაავრცელეს მაშინდელმა დეპუტატებმა და ამჟამინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ქ-ნ ირინა იმერლიშვილმა. მე მას მაშინვე ვუპასუხე, რომ საბუთებში, რომელიც მან ააფრიალა იყო რამოდენიმე უზუსტობა, კერძოდ ჩემი სახელის და გვარის ქვემოთ მითთებული იყო ა.შ.შ მისამართი, ასევე საერთოდ სხვა პირების გვარები. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მე მართლაც ჩავედი სტუმრად, ერთ ან ორი ღამით, პრეზიდენტთან რადგან, ინზბურკში რამოდენიმე მნიშვნელოვან ინვესტორთან შეხვედრა იგეგმებოდა. მხოლოდ ამ ერთ ეპიზოდით შემიძლია ვინმსჯელო მთლიანად ამ ბრალის შემადგენლობაზე და სამართლიანობაზე. ასე რომ, ქვითრების ქექვით პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული. მას ჯერ კიდევ პრემიერობისას სტრასბურგში მიღებაზე დავით ბაქრაძესთან და თინათინ ბოკუჩავასთან საუბრისას წამოცდა. (ეს შეხვედრა და მისი შინაარსი მან გადაცემა პოზიციაშიც ახსნა).
 სრულიად ცალსახაა, რომ ივანიშვილის სანახაობა გაცვდა, პური ხალხს შემოაკლდა, ხოლო ეს ჟანრის კრიზისი, სამწუხაროდ, ქვეყნის კრიზისს მოასწავებს. ქვეყნის ხელისუფლება კი ამასობაში ,,ნეტარყუჩობითაა"" დაკავებული.
   პ.ს სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებზე სწორედ ახლა ვიმყოფები. ნამდვილად ვაპირებ ტყვეობის პერიოდი, მათ შორის წონის დაკლებისთვის გამოვიყენო. გარკვეული წარმატებები უკვე მაქვს კიდეც ამ მიმართულებით. შეგიძლიათ დანახარჯი ქვითრები სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტში მოიპოვოთ."  - ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: