არჩილ კბილაშვილმა მოსამართლეებს საქმეთა განხილვები შეაჩერებინა

არჩილ კბილაშვილმა მოსამართლეებს საქმეთა განხილვები შეაჩერებინა

პროკურატურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.


გენერალური პროკურორი მოსამართლეებს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში განაჩენების გამოტანის შეჩერებას სთხოვს.  გარდა ამისა, არჩილ კბილაშვილი პროკურატურაში მუშაობის დაწყების მსურველებს იუსტიციის სამინისტროში პირადი მონაცემების გადაგზავნისკენ მოუწოდებს.


არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შეიცვლებიან ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საოლქო პროკურორები და თბილისის პროკურორი, რაიონის პროკურორების საკითხს კი ინდივიდუალურად შეისწავლიან.


"პროკურატურაში უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. ბუნებრივია, ასეთი დონის საკადრო ცვლილებას გარკვეული დრო საჭირდება, ამიტომ მოვუწოდებ ყველა მოქმედ მოსამართლეს: შეაჩერეთ სასამართლო საქმის განხილვები!" - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: