ფინანსთა მინისტრმა საკუთარი მოადგილეები წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა საკუთარი მოადგილეები წარადგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოადგილეები დაასახელა.


ხადურის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მოადგილე იქნება გიორგი თაბუაშვილი, რომელიც ხაზინას გაუწვეს კურირებას. კიდევ ერთი მოადგილეა დავით ლეჟავა, რომელიც საგარეო ურთიერთობების მიმართულებით იმუშავებს, ხოლო დავით ებრალიძე საბიუჯეტო მდივნის თანამდებობას შეითავსებს.


ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ ვინ დაიკავებს შემოსავლების სამსახურის უფროსის და მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელების თანამდებობებს.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: