შალვა თაუმაძე: მოსაზრება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე სინამდვილეს არ შეესაბამება

შალვა თაუმაძე: მოსაზრება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე სინამდვილეს არ შეესაბამება

 საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ "თავდაცვის შესახებ" კანონპროექტში ინიცირებულ ცვლილებებზე  განაცხადა, რომ მოსაზრება, თითქოსდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა ხდება, სინამდვილეს არ შეესაბამება.
   "უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობა პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებს, რაც გამოწვეულია ახალი საკონსტიტუციო რეგულაციებით. დაახლოებით 150 კანონში განხორციელდა უკვე ცვლილება. ეს არის ამ პროცესის გაგრძელება. ხდება დაზუსტება და დარეგულირება იმ საკითხების, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით სხვაგვარად არის დარეგულირებული და აღნიშნულის ასახვა ხდება საქართველოს კანონმდებლობაში. არანაირი უფლებამოსილების შეზღუდვა ან რაიმე ზედმეტი უფლებამოსილების მინიჭება მთავრობის მიმართ არ ხორციელდება. ეს არის ტექნიკური საკითხი, საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
 თადუმაძის თქმით, აქამდე განხორციელებული ცვლილებებიდან შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არც ერთ ნორმატიულ აქტს არ განუცდია ცვლილება, რომელიც რაიმე სახით კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.
"აღნიშნული კანონპროექტები სრულ შესაბამისობაშია ახალ კონსტიტუციასთან. კანონპროექტები შემუშავებულია როგორც კომიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საპარლამენტო მდივნის სამსახურთან შეთანხმების შედეგად მოხდა საბოლოო რედაქციის შემუშავება და პარლამენტში წარდგენა. ეს არის ის პროცესი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. გამომდინარე იქედან, რომ შეცვლილია კონსტიტუციური წყობილება და დღეს მმართველობა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, რის შედეგადაც პრეზიდენტს აღარ აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება, ამდენად, აუცილებლობას წარმოადგენს მთავრობას ჰქონდეს შესაბამისი საკანონმდებლო უფლებამოსილება, სრულყოფილად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორც თავდაცვის ისე უსაფრთხოების საკითხებში," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: