სოლიდარობის ფონდს საჯარო მოხელეები შეურთდნენ

სოლიდარობის ფონდს საჯარო მოხელეები შეურთდნენ

  როგორცპრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ფონდში შენატანების განხორციელება ნებაყოფლობითი იქნება, მინიმალური შენატანი კი 1 ლარს შეადგენს.

  "ჩვენი მთავრობა მუშაობს ისეთ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც მთალიანად ადამიანზე ორინეტირებული. ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და საქმით დამტკიცებული. ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური რეფორმები ჯანდაცვის სფეროში. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი სოლიდარობის გარეშე ქვეყანას, რომელიც ახლა იწყებს ფეხზე დადგომას, ძალიან გაუჭირდება ერთბაშად ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ სოლიდარობის ფონდი. ჩვენმა მთავრობამ 2013 წელს უპრეცედენტოდ გაზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 მილიონზე მოქალაქეა დაზღვეული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამასთან, ჩვენ გადაუჭრელი დაგვრჩა მთელი რიგი ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებები, რომელბიც დღეს არსებული სახელმწიფო რესურსებით სრულად ვერ დაიფარება. სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად გამოვედით ინიციატივით, რომ შევქნათ ფონდი, რომელიც ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი და კერძო სექტორის თანამონაწილეობას იმისთვის, რათა მოხდეს ალტერნატიურლი არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზება. ამით შესაძლებელი გახდება ყველაზე უფრო მტკივნეული და გადაუჭრელი საკითხების მოგვარება, მთელი საზოგადოება ჩვენი სოლიდარობით შეძლებს უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას. ასევე პრიორიტეტული სოციალური საჭიროებების დაფინანსებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: