სოზარ სუბარი: საცხოვრებელი ფართებით ყველა დევნილი დაკმაყოფილდება

სოზარ სუბარი: საცხოვრებელი ფართებით ყველა დევნილი დაკმაყოფილდება

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დევნილების ფოთში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად ყველა დევნილი დაკმაყოფილდება.
   "ფოთში 280 ოჯახს გადავეცით ბინა და 3 000 - მდე დარჩა დაუკმაყოფილებელი. ყველამ კარგად იცის, რომ 280 ბინა ვერ ეყოფოდა 3 000 ოჯახს. ამ ადამიანებმა ორი თვის წინ იცოდნენ, რომ მათ არ შეხვდათ ბინა. ოცი ბინა იყო დარჩენილი გასანაწილებელი, რომელიც დღეს განაწილდა და ვინც ახლა პროტესტს გამოთქვამს, მათგან ნაწილს შეხვდა ბინები. შეხვდა იმიტომ კი არა, რომ აპროტესტებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ქულებში ჯდებოდნენ და ამ ქულებს ვერ გადაახტება ვერანაირი პროტესტით. სხვას ვერ დავჩაგრავთ იმის გამო, რომ ვიღაცას შეუძლია უფრო დიდ ხანს იყვიროს და აპროტესტოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დაკმაყოფილდება, დაიცადონ და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ განაწილება იქნება ობიექტური და სამართლიანი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: