საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მიკოლა ზელენიჩის არაადამიანური სიკვდილის გამო

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მიკოლა ზელენიჩის არაადამიანური სიკვდილის გამო

   საქართველოს პრეზიდენტი ლუგანსკში ლიტვის საპატიო კონსულის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
  "შემძრა გუშინ მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ლუგანსკში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ლიტვის საპატიო კონსულის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის შესახებ.
  მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორის ნებისმიერ გამოვლინებას და მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად აგრძელებს ბრძოლას ამ 21-ე საუკუნის ყველაზე საშიში და ანტიჰუმანური მოვლენის წინააღმდეგ. 
 ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ მიკოლა ზელენიჩის ოჯახსა და ახლობლებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: