თემურ ჯანაშიას აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა

თემურ ჯანაშიას აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა

   სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიას აღმკვეთის ღონისძიების სახით 20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
   გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო, თუმცა დაცვის მხარე მის გასაჩივრებას გეგმავს.
  ჯანაშიას განცხადებით, მას გირაოს თანხის გადახდა გაუჭირდება, რადგან მისი და მისი ახლობლების ქონებას ყადაღა ადევს.
  ცნობილია რომ პროკურატურა ჯანაშიასთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაოდ 100 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა. გამოძიება ჯანაშიას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: